Friday, July 18, 2014

დავამატო კითხვარის შემოწმების ჩამონათვალი!

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრეთ მუშაობა გეგმაზე და გადავამოწმეთ, ყველა პუნქტი გვეწერა, თუ არა. ასევე, ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევავსეთ კითხვარები.
 დავალებად გვაქვს შემდეგი სამუშაო: მოვაწესრიგოთ გეგმის ბოლო პუნქტები, დაწყებული დიფერენცირებული სწავლებიდან, დაბალი მოსწარების მოსწავლისთვის შევქმნათ ფასილიტაციის ნიმუში,

გავალამაზოთ პრეზენტაცია, მივაერთოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების რუბრიკა. ასევე, დავამატო ფასილიტაციის ნიმუში.

Thursday, July 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ძირითადად ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. გავაანალიზეთ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ რუბრიკები ჩვენი პროექტისთვის. ასევე, ვნახეთ, თუ რა კრიტერიუმებით  უნდა შეფასდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და დავიწყეთ ფიქრი მათ სრულყოფაზე.
შეფასების კრიტერიუმების შერჩევა, მისი რედაქტირება ან თავიდან დაწერა საკმაოდ საინტერესო იყო.
ხვალისთვის დავალებად გვაქვს ამ კრიტერიუმების ჩვენს პროექტზე მორგება, მათი დახვეწა და დამთავრება. გარდა ამისა, გეგმა გვაქვს მოსაწესრიგებელი.

Sunday, July 6, 2014

დღეს შევისწავლეთ მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომის შექმნა პრეზენტაციის სახით და ავტვირთეთ ბლოგზე. შემდეგ განვიხილეთ ჯგუფის ყველა წევრის ბლოგები და გავითვალისწინეთ ერთმანეთის შენიშვნები
შემდეგ ვნახეთ სახელმძღვანელოს შაბლონში სასწავლო გეგმის პროცედურების შექმნის ნიმუშები.
ამის შემდეგ ჩვენი პორტფოლიოები ავტვირთეთ საკუთარ ბლოგებზე.

დავალებად გვაქვს პორტფოლიოს მოწესრიგება, ბროშურის დამთავრება  და გეგმაში სასწავლო პროცედურების დაწერა.

Friday, July 4, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს შევისწავლეთ შეფასების რუბრიკების შექმნა და მათი განთავსება გეგმის შაბლონში, ასევე, მათი პრეზენტაციაში ჩასმა.
შევისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა და მისი რედაქტირება.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Thursday, July 3, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ ამოცანებისა და მიზნების დახვეწაზე, შემდეგ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, დავხვეწეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
შემდეგ ვისწვლეთ პრეზენტაციის შექმნა და ბლოგზე მისი ატვირთვა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

1. ზოგადი:
    როგორია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების სტილი?
2. თემატური: 
    რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?
    რატომ არის სპორტი აუცილებელი?
3. შინაარსობრივი:
   სპორტის რომელ სახეობებს იცნობთ?
   რა არის ექსტრემალური სპორტი?
   რამდენად ხშირად ხართ დაკავებული სპორტით?

პროექტის მიზნები და ამოცანები


მოსწავლეები შეძლებენ:
·         ინგლისური ენის გამოყენებას პროექტის ყველა ასპექტში.
·         სპორტის სხვადასხვა სახეობების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და კრიტიკული აზროვნების უნარების გამოყენებას მონაცემების ანალიზისა და დახარისხებისათვის.
·         თანამშრომლობის უნარის  გამოყენებას ინდივიდუალური კვლევით მოპოვებული ინფორმაციის სინთეზისათვის და პრეზენტაციის შექმნისთვის.

  • კითხვარების შედგენას   და ამ მიზნით მიზნობრივი კითხვების დასმას, მსჯელობას და გადაწყვეტილებების მიღებას.
  • სხვადასხვა თაობების იდეების შედარებას, მსჯელობას და დასკვნების გამოტანას.
  • სხვადასხვა ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროდან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზებას, შეფასებას და ორგანიზებას
  • მიღებული შედეგების ნათლად და ეფექტურად გამოხატვას სიტყვიერი ფორმით, პრეზენტაციის მომზადებას.