Saturday, June 28, 2014

მესამე დღეს რეფლექსია

დღეს ჩვენი იდეები დავხვეწეთ და ბლოგზე გამოვაქვეყნეთ. გარდა ამისა, ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება. ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე  და დავხვეწეთ პროექტის თემის შინაარსი და საფუძვლები.
ასევე, გავერკვიეთ სხვადასხვა ტიპის შეკითხვის დასმის წესებში.
შემდეგი დღისთვის უნდა მოვიფიქროთ მიმართულების მიმცემი კითხვები. ასევე, ბლოგზე გამოვაქვეყნოთ პროექტის მიზნები,ამოცანები და დავაკომენტეროთ ჩვენი კოლეგების პოსტები.

ჩემი პროექტის იდეა

ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია  მოსწავლეთა განვითარებაში. ამიტომ, ჩემი იდეაა, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნონ და გააანალიზონ სპორტის სხვადასხვა სახეობები, გავრცელებული როგორც საქართველოში, ასევე სხვა (ინგლისურენოვან ქვეყნებში). მოსწავლეები ასევე ჩაატარებენ გამოკითხვას უფროს თაობასა და თავიანთ თანატოლებს შორის და შეადარებენ სპორტის რომელი სახეობები იყო პოპულარული მათი მშობლების დროს და ახლა რომელია ახალგაზრდობის საყვარელი სპორტის სახეობა. მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებად და წარმოადგენენ პრეზენტაციებს შესაბამისი ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამასთანავე გამოიყენებენ ახალ ლექსიკურ მასალას.  პროექტის დახურვის დროს მოეწყობა სპორტული თამაშები (მათი საყვარელი სპოტის გათვალისწინებით).

Friday, June 27, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

პირველი მოდულის ფარგლებში გავეცანით, თუ რა არის ინტელი და რითი არის მნიშვნელოვანი პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება. ასეთი სახით სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეზე.პროექტების თემა  დაკავშირებული უნდა იყოსრეალურ ცხოვრებასთან.
შევქმენით საკუთარი პორტფოლიოები და გავერკვიეთ, რა სახით უნდა გადავანაწილოთ მასალა მასში. მოვახდინეთ იდეების გენერირება და დავხვეწეთ თითოეული იდეა შემდგომი მუშაობისთვის.
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და მათგან შევარჩიეთ ის უნარები, რომლებიც განუვითარდებათ მოსწავლეებს ამ კონკრეტულ პროექტზე მოშაობის დროს.
ასევე, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე და განვიხილეთ მისი შევსების წესები.
საინტერესო იყო მუშაობა პუბლიკაციაზე.