Friday, July 18, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღეს დავამთავრეთ მუშაობა გეგმაზე და გადავამოწმეთ, ყველა პუნქტი გვეწერა, თუ არა. ასევე, ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევავსეთ კითხვარები.
დავალებად გვაქვს შემდეგი სამუშაო: მოვაწესრიგოთ გეგმის ბოლო პუნქტები, დაწყებული დიფერენცირებული სწავლებიდან, დაბალი მოსწარების მოსწავლისთვის შევქმნათ ფასილიტაციის ნიმუში,
გავალამაზოთ პრეზენტაცია, მივაერთოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების რუბრიკა. ასევე, დავამატო ფასილიტაციის ნიმუში.
Thursday, July 17, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ძირითადად ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. გავაანალიზეთ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ რუბრიკები ჩვენი პროექტისთვის. ასევე, ვნახეთ, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და დავიწყეთ ფიქრი მათ სრულყოფაზე.
შეფასების კრიტერიუმების შერჩევა, მისი რედაქტირება ან თავიდან დაწერა საკმაოდ საინტერესო იყო.
ხვალისთვის დავალებად გვაქვს ამ კრიტერიუმების ჩვენს პროექტზე მორგება, მათი დახვეწა და დამთავრება. გარდა ამისა, გეგმა გვაქვს მოსაწესრიგებელი.

Wednesday, July 16, 2014
Sunday, July 6, 2014
დღეს შევისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა პრეზენტაციის სახით და ავტვირთეთ ბლოგზე. შემდეგ განვიხილეთ ჯგუფის ყველა წევრის ბლოგები და გავითვალისწინეთ ერთმანეთის შენიშვნები.
შემდეგ ვნახეთ სახელმძღვანელოს შაბლონში სასწავლო გეგმის პროცედურების შექმნის ნიმუშები.
ამის შემდეგ ჩვენი პორტფოლიოები ავტვირთეთ საკუთარ ბლოგებზე.
დავალებად
გვაქვს პორტფოლიოს
მოწესრიგება, ბროშურის დამთავრება
და გეგმაში სასწავლო პროცედურების დაწერა.
Friday, July 4, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს შევისწავლეთ შეფასების რუბრიკების შექმნა და მათი განთავსება გეგმის შაბლონში, ასევე, მათი პრეზენტაციაში ჩასმა.
შევისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა და მისი რედაქტირება.
შევისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა და მისი რედაქტირება.
Thursday, July 3, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ ამოცანებისა და მიზნების დახვეწაზე, შემდეგ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, დავხვეწეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
შემდეგ ვისწვლეთ პრეზენტაციის შექმნა და ბლოგზე მისი ატვირთვა.
შემდეგ ვისწვლეთ პრეზენტაციის შექმნა და ბლოგზე მისი ატვირთვა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
1. ზოგადი:
როგორია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების სტილი?
2. თემატური:
რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?
რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?
რატომ არის
სპორტი აუცილებელი?
3. შინაარსობრივი:
სპორტის რომელ სახეობებს იცნობთ?
რა არის ექსტრემალური სპორტი?
რამდენად ხშირად ხართ დაკავებული სპორტით?
პროექტის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
·
ინგლისური ენის გამოყენებას
პროექტის ყველა ასპექტში.
·
სპორტის სხვადასხვა
სახეობების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და კრიტიკული აზროვნების უნარების გამოყენებას
მონაცემების ანალიზისა და დახარისხებისათვის.
·
თანამშრომლობის უნარის
გამოყენებას ინდივიდუალური კვლევით მოპოვებული
ინფორმაციის სინთეზისათვის და პრეზენტაციის შექმნისთვის.
- კითხვარების
შედგენას და ამ მიზნით მიზნობრივი კითხვების დასმას, მსჯელობას და გადაწყვეტილებების
მიღებას.
- სხვადასხვა თაობების იდეების შედარებას, მსჯელობას და დასკვნების გამოტანას.
- სხვადასხვა ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროდან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზებას,
შეფასებას და ორგანიზებას
- მიღებული შედეგების ნათლად და ეფექტურად გამოხატვას სიტყვიერი ფორმით, პრეზენტაციის მომზადებას.
Saturday, June 28, 2014
მესამე დღეს რეფლექსია
დღეს ჩვენი იდეები დავხვეწეთ და ბლოგზე გამოვაქვეყნეთ. გარდა ამისა, ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება. ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე და დავხვეწეთ პროექტის თემის შინაარსი და საფუძვლები.
ასევე, გავერკვიეთ სხვადასხვა ტიპის შეკითხვის დასმის წესებში.
შემდეგი დღისთვის უნდა მოვიფიქროთ მიმართულების მიმცემი კითხვები. ასევე, ბლოგზე გამოვაქვეყნოთ პროექტის მიზნები,ამოცანები და დავაკომენტეროთ ჩვენი კოლეგების პოსტები.

ჩემი პროექტის იდეა
ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსწავლეთა განვითარებაში. ამიტომ, ჩემი იდეაა, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნონ და გააანალიზონ სპორტის სხვადასხვა სახეობები, გავრცელებული როგორც საქართველოში, ასევე სხვა (ინგლისურენოვან ქვეყნებში). მოსწავლეები ასევე ჩაატარებენ გამოკითხვას უფროს თაობასა და თავიანთ თანატოლებს შორის და შეადარებენ სპორტის რომელი სახეობები იყო პოპულარული მათი მშობლების დროს და ახლა რომელია ახალგაზრდობის საყვარელი სპორტის სახეობა. მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებად და წარმოადგენენ პრეზენტაციებს შესაბამისი ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამასთანავე გამოიყენებენ ახალ ლექსიკურ მასალას. პროექტის დახურვის დროს მოეწყობა სპორტული თამაშები (მათი საყვარელი სპოტის გათვალისწინებით).
Friday, June 27, 2014
პირველი მოდულის რეფლექსია
პირველი მოდულის ფარგლებში გავეცანით, თუ რა არის ინტელი და რითი არის მნიშვნელოვანი პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება. ასეთი სახით სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეზე.პროექტების თემა დაკავშირებული უნდა იყოსრეალურ ცხოვრებასთან.
შევქმენით საკუთარი პორტფოლიოები და გავერკვიეთ, რა სახით უნდა გადავანაწილოთ მასალა მასში. მოვახდინეთ იდეების გენერირება და დავხვეწეთ თითოეული იდეა შემდგომი მუშაობისთვის.
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და მათგან შევარჩიეთ ის უნარები, რომლებიც განუვითარდებათ მოსწავლეებს ამ კონკრეტულ პროექტზე მოშაობის დროს.
ასევე, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე და განვიხილეთ მისი შევსების წესები.
საინტერესო იყო მუშაობა პუბლიკაციაზე.

Subscribe to:
Posts (Atom)