Friday, July 18, 2014

დავამატო კითხვარის შემოწმების ჩამონათვალი!

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრეთ მუშაობა გეგმაზე და გადავამოწმეთ, ყველა პუნქტი გვეწერა, თუ არა. ასევე, ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევავსეთ კითხვარები.
 დავალებად გვაქვს შემდეგი სამუშაო: მოვაწესრიგოთ გეგმის ბოლო პუნქტები, დაწყებული დიფერენცირებული სწავლებიდან, დაბალი მოსწარების მოსწავლისთვის შევქმნათ ფასილიტაციის ნიმუში,

გავალამაზოთ პრეზენტაცია, მივაერთოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების რუბრიკა. ასევე, დავამატო ფასილიტაციის ნიმუში.

Thursday, July 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ძირითადად ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. გავაანალიზეთ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ რუბრიკები ჩვენი პროექტისთვის. ასევე, ვნახეთ, თუ რა კრიტერიუმებით  უნდა შეფასდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და დავიწყეთ ფიქრი მათ სრულყოფაზე.
შეფასების კრიტერიუმების შერჩევა, მისი რედაქტირება ან თავიდან დაწერა საკმაოდ საინტერესო იყო.
ხვალისთვის დავალებად გვაქვს ამ კრიტერიუმების ჩვენს პროექტზე მორგება, მათი დახვეწა და დამთავრება. გარდა ამისა, გეგმა გვაქვს მოსაწესრიგებელი.

Sunday, July 6, 2014

დღეს შევისწავლეთ მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომის შექმნა პრეზენტაციის სახით და ავტვირთეთ ბლოგზე. შემდეგ განვიხილეთ ჯგუფის ყველა წევრის ბლოგები და გავითვალისწინეთ ერთმანეთის შენიშვნები
შემდეგ ვნახეთ სახელმძღვანელოს შაბლონში სასწავლო გეგმის პროცედურების შექმნის ნიმუშები.
ამის შემდეგ ჩვენი პორტფოლიოები ავტვირთეთ საკუთარ ბლოგებზე.

დავალებად გვაქვს პორტფოლიოს მოწესრიგება, ბროშურის დამთავრება  და გეგმაში სასწავლო პროცედურების დაწერა.

Friday, July 4, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს შევისწავლეთ შეფასების რუბრიკების შექმნა და მათი განთავსება გეგმის შაბლონში, ასევე, მათი პრეზენტაციაში ჩასმა.
შევისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა და მისი რედაქტირება.

პორტფოლიოს პრეზენტაცია